დღევანდელ პერიოდში, როდესაც მსოფლიო ტექნოლოგირ სიახლეების და მეცნიერული აღმოჩენების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პეროდში იმყოფება, ეს სადაო საკითხი ნამდვილად არ გახლავთ. XV საუკუნეში ჩვენს წინაპრებს წარმოდგენაც კი არ ექნებოდათ თუ კაცობრიობა შექმნიდა აპარატს, რისი საშვალებითაც დედამიწის ერთი კუთხიდან მეორე კუთხეში დაუკავშირდებოდა, თან ადამიანის დანახვას შეძლებდა ან კოსმოსში ხელოვნურ თანამგზავრებს თუ გაუშვებდა. ეს, რათქმაუნდა, ზღაპრად მოეჩვენებოდათ, მაგრამ გადის დრო და მეცნიერები თანდათან დიდ მეცნიერულ სიახლეებს გვთავაზობენ, დღევანდელ ადამიანს ალბათ ზღაპრად მოეჩვენება როდესაც შესაძლებელი გახდება მთვარეზე ასვლა მხოლოდ იმიტომ, რომ კარგ რესტორანში კარგად მოილხინოს. ეს არცთუ შორეული პერსპექტივაა, მაგრამ თუ გადავხედავთ ტელეფონის გამოგონებას, რომლის გამოყენება საზოგადოებამ თავიდან ისე შეაფასეს, როგორც ბავშვებისთვის გასართობი საშუალება ანუ წარმოდგენაც არ ჰქონდათ თუ ესოდენ უმნიშვნელოვანეს მოწყობილობასთან ჰქონდათ საქმე და ესოდენ დაიქსაქებოდა მთელი დედამიწა სატელეფონო ხაზებით. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ მეცნიერება, რომელიც დღევანელ პერიოდში ესეთ განვითარებას აღწევს და სულ უფრო და უფრო ახალ აღმოჩენებს გვთავაზობს, შესაძლოა გაკეთდეს აღმოჩენები ისეთ ადამიანისთვის გამოსაყენებლ მოწყობილობაზე, რომლის წარმოსახვაც არ შეგვიძლია ანუ შესაძლოა დღევანდელმა ადამიანურმა შეგნებამაც აღვიქვას, როგორც უსარგებლო, მაგრამ შესაძლოა შემდეგ გადამწყვეტი როლო ითამაშოს კაცობრიობისათვის. დღევანდელი კაცობრიობა მოგეხსენებათ იმყოფება ატომურ კვლევების ეპოქაში. ეს გახლავთ პერიოდი როდესაც შესწავლა მიმდინარეობს ატომების, მოლეკულების, ნეიტრონების, და ყოველი უმცირესი ნაწილაკების, რომლის შეკავშირებით მეცნიერები ძალიან დიდ აღმოჩენებს აკეთებენ. ჩვენ, უბრალო ადამიანები, ვთვლით რომ კაცობრიობამ მართლაც მიაღწია განვითარების უმაღლეს წერტილს, მეცნიერები კი თვლიან რომ ჯერჯერობით ძალიან ბევრი ამოცანა რჩება ამუხსნელი და დღევანდელი მიღწევა მხოლოდ საძირკველია უახლეს მეცნიერულ მოვლენებისა, რომლებიც შემდეგი თაობისათვის ხელმისაწვდომი იქნება. ადმიანთა მოდგმა მართლაც სწრაფი ნაბიჯებით მიისწრაფვის მომავლისაკენ. ამის მთავარი მიზეზი ისიც გახდა, რომ კაცობრიობა არასოდეს დამდგარა მნიშვნელოვანი გლობალური ცვლილების წინაშე. შესაბამისად ვერც ათვიცნობიერებდნენ თუ როგორი საფრთხის წინაშე შეიძლება დამდგარიყვნენ. დღეს კი, როდესაც განვითარებასთან და ტექნოლოგიურ მიღწევებთან ერთად ნათლად შეხედეს მეცნიერებმა თუ რა ბუნებრივი მოვლენა შეიძლება მოხდეს და რით შეიძლება შენარჩუნდეს სტაბილურობა ან უკიდურეს შემთხვევაში რით შეიცლება გადარჩეს კაცობრიობა (კატაკლიზმები, გაზის ამოწურვა ბუნებაში, ნავთობის ამოწურვა და სხვა.). ასევე ნათლად აისახება მეცნიერული მიღწევები კაცობრიობის წინსვლაში და არსებობის გაადვილებაში. ამის გამო დაიწყო მეცნიერების მნიშვნელოვანი დაფინანსება. ამერიკაში შეიქმნა უნივერსიტეტი, სადაც სწავლობენ მხოლოდ მსოფლიო მაშტაბით არჩეული უნიჭიერესი ახალგაზრდები და მხოლოდ სამომავლო ტქნოლოგიების შესწავლაზე (რობოტები, კოსმოსური ხომალდები და სხვა მრავალ მეცნიერულ სიახლეზე). ეს ის ახალგაზრდები გახლავთ რომელთა ხელთაა მომავლის განვითარება.
No comments:
Post a Comment