რობოტები




















გასულ წელს გამომგონებლებმა შეიმუშავეს   სხვადასხვაახალი ტიპის რობოტი. გამოფენაზე Sigapore Robotcup 2010 წარმოდგენილი იყო  ორი სოციალური რობოტი -ოლივია და ლუკასი. პროგრამის წესების თანახმად ამმანქანებს შეუძლიათ ადამიანებთან ურთიერთობა.ოლივია  შინამოსამსახურის ან პირადი მდივნისფუნქციას ასრულებს, უკრავს სხვადასხვა მუსიკალურინსტრუმენტზე, აკონტროლებსელექტრომოწყობილობების მუშაობას და პასუხობსსატელეფონო ზარებს. ლუკასს  შემქმნელებმა გიდისადა ოფიციანტის ფუნქცია დააკისრეს. რობოტიმსურველს მიართმევს სასმელსა და საკვებს, მიაწვდისსაჭირო ინფორმაციას და შეასრულებს სხვადასხვასამომხმარებლო სამუშაოებს.


ოქსფორდის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა დაამუშავეს რობოტების ახალი კლასი, რომლებსაც შეუძლიათ კითხვა და წაკითხულის არსის გაგება. ეს ე.წ „ხელოვნური ინტელექტი“  სასარგებლო იქნება დაზვერვაში, როგორც აქტიური დამხმარე პერსონა ტექსტური ინფორმაციის მოძიებასა და ანალიზში. ასე მაგალითად, რობოტი სახელით მარჯი, რომელიც სიმბოლოთა ოპტიკური ამოცნობის მოწინავე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, წარმატებულად კითხულობს სიტყვებს და საიტების სიახლეების სკანირებას ახდენს, რათა დაადგინოს მათი ზუსტი მნიშვნელობა. მაგალითად, მას უკვე შეუძლია გამოარკვიოს, რომ “ბარკლაუსი”- ეს არის ბანკი, “სტრადა” კი - ცნობილი რესტორანი.

ერთერთ რობოტს კი თავისუფლად შეიძლება ეწოდოს “სამუშო ადგილების ტერმინატორი ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის”. საქმე ისაა, რომ სამხრეთ კორეა 30,000 უცხოელ ინგლისური ენის მასწავლებელს ასაქმებს  სკოლებში და შესაბამისად ამ მასწავლებლების შენახვა სამხრეთ კორეისთვის დიდი ხარჯია. ქვეყნის მთავრობამ მოიფიქრა, რომ სკოლებში ბავშვებს უცხო ენა შეასწავლონ ინგლისურენოვანი რობოტის საშუალებით. გასულ წელს სამხრეთ კორეის რამოდენიმე სკოლაში უკვე დაინერგა ეს პროექტი და საკმაო წარმატებითაც. ამ წლის ბოლოსთვის კორეის მთავრობა კიდევ 18 სკოლაში გეგმავს პროექტის განხორციელებას. ეს პატარა „ანდროიდები“ გაცილებით კონკურენტუნარიანს ხდიან სამხრეთ კორეელ ბავშვებში ინგლისური ენის შესწავლას. გასაკვირი არაა, რომ ამ ფაქტმა ინგლისური ენის მასწავლებლები შეაშფოთა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამ რობოტმა შესაძლოა სერიოზული დაპირისპირებები გამოიწვიოს.




No comments:

Post a Comment