როგორც ვიცით ავტო კომპანიები ცდილობენ ერთმანეთს აჯობონ ინოვაციური გამოგონებებით. მიუნხენის უნივერსიტეტის სტუდენტებმა შეიმუშავეს პროექტი, რომელიც ხორციელდება BMW Group-თან ერთად. მათი აზრით მომავალში არა მძღოლები, არამედ მანქანები გააკონტროლებენ სიტუაციას და იზრუნებენ მძღოლის უსაფრთხოებაზე. პროექტზე მომუშავე სტუდენტების აზრით, მომავალში ავტო ავარიის შესაძლებლობა მინიმუმამდე შემცირდება მათი გამოგონებების დახმარებით.
სტუდენტების მიერ შექმნილი ტექნოლოგია არის ჩვეულებრივი საჭე, რომელიც ზემგრძნობიარე ელემენტებისგან არის შექმნილი. საჭიროა მხოლოდ საჭესთან თითებით კონტაქტი, რომ იგი მანქანის მთავარ მონიტორზე, ანუ როგორც ჩვენ ბორტკომპიუტერს ვეძახით, მასზე გამოვა მონაცემები ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ. სისტემა ისე არის გამართული, რომ იგი აკონტროლებს ადამიანის სისხლის მიმოქცევას და სხვა ელემენტებს, მაგალითად თუ ადამიანის ნერვული უჯრედები მოდუნებას დაიწყებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი გადაიღალა და მისი რეაქციის მომენტი შემცირდა. შესაბამისად ამ ყველაფერს მანქანა ხვდება და ხმამაღალი სიგნალით აფხიზლებს მის მძღოლს.
ეს სისტემა უკვე გადის კონტროლს ადამიანებზე. კომპანია BMW-ს განცხადებით ცდების წარმატებით დასრულების შემთხვევაში იგი ამ ფუნქციას მის მომავალ მოდელებში ჩანერგავს.
No comments:
Post a Comment