კორნელის უნივერსიტეტში გამოიგონეს ხელისგულისოდენა მოწყობილობა, რომლის საშუალებით ადამიანს კედლებზე სიარული შეეძლება. სწრაფად მოჭიდებადი მექანიზმის საფუძველზე შესალებელია ისეთი ფეხსაცმლის ან ხელთათმნის შექმნა, რომელიც ეკვრის და სცილდება კედლებს დატვირთვის დროსაც კი, ამბობს ქიმიურ და მოლეკულურ-ბიოლოგიურ მეცნიერებათა პროფესორი პოლ სტინი, რომელმაც მაიკლ ფოგელემთან ერთად გამოიგონა ეს მოწყობილობა.
გამოგონებისათვის შთაგონების წყარო აღმოჩნდა ფლორიდაში გავრცელებული ხოჭო, რომელსაც შეუძლია არა მარტო თავის წონაზე 100-ჯერ უფრო მეტი ძალით მიეკრას ფოთოლს, არამედ თვალის დახამხამებაში მოშორდეს კიდეც მას. მოწყობილობა შედგება მთვარისებრი მოხატულობის ბრტყელი ფირფიტისაგან, რომლის ზომაც მიკრონამდეა (მეტრის ერთი მემილიონედი). ქვედა ფირფიტაზე თხევადი რეზერვუარია მოთავსებული, ხოლო შუაში - ფორიანი ფენა. 9-ვოლტიანი ბატარეით მიღებული ელექტრული ველი მოწყობილობაში ტუმბავს წყალს, გამოდევნის რა წყლის წვეთებს ფორიანი ფენიდან. წვეთების ზედაპირული დაჭიმულობა მას აიძულებს "მიეკრას” ზედაპირს, ისე, როგორც ერთი სველი მინა ეკვრის მეორეს. "ჩვენს ყოველდღიურ ცდებში, ეს ძალები შედარებით სუსტია”, ამბობს სტინი. "მაგრამ თუ ბევრი იქნება და მათ მართვას შევძლებთ, როგორც ამას ხოჭოები აკეთებენ, მაშინ მოჭიდების მძლავრ ძალას მივიღებთ.” მაგალითად, გამომგონებლებმა ერთ-ერთ პროტოტიპში დაახლოებით 1 000 300 - მიკრონის ხვრელი გააკეთეს, ამიტომ მას შეუძლია დაახლოებით 30 გ-ით მეტი ტვირთი დაიჭიროს, ვიდრე ამას 70 სამაგრი შეძლებდა. მეცნიერთა შეფასებით, ერთი კვადრატული დუიმის მოწყობილობას მიკრონის ზომის ერთი მილიონი ხვრელით 15 ფუნტზე მეტი წონა შეუძლია დაიჭიროს. მოჭიდების გამოსართველად საკმარისია, ელექტრულ ველს მიმართულება შევუცვალოთ, რომ მოწყობილობასა და ზედაპირს შორის ცალკეული წვეთებით შექმნილი პაწაწინა "ხიდების” დარღვევით წყალი ფორებში გადაინაცვლებს. პოლ სტინი ამ ტექნოლოგიას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს, უპირველეს ყოვლისა, მშენებლობის დარგში.
No comments:
Post a Comment