პერსონალური კომპიუტერი













პერსონალური კომპიუტერი რამოდენიმე წლის წინ ფუფუნების საგნად ითვლებოდა, მაგრამ დღეს იგი აუცილებლობაა. კომპიუტერთან ურთიერთობა უკვე თითქმის ყველა ასაკობრივ ჯგუფს აქვს: სახლში, სკოლაში, უნივერსიტეტში თუ სამსახურში. თავდაპირველი კომპიუტერები რამოდენიმე ოთახშიც კი იყო განთვავსებული და კალკულატორზე ცოტა ძლიერი ფუნქციები გააჩნდა (დაახლოებით იკავებდნენ 200 კვ.მ და იწონიდნენ ათეულ ტონასაც კი). ამჟამად სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია: იგი შეგიძლიათ თქვენს საწერ მაგიდაზე მოათავსოთ და გაცილებით დიდი ოპერაციები შეასრულოთ. მეცნიერების ეს სფერო ძალიან სწრაფად ვითარდება და ჩვენც მოყვარულის დონეზე მაინც უნდა ვერკვეოდეთ მასში, რადგან გვიწევს ჩვენი საყვარელი კომპიუტერების ახლით შეცვლა. მაღაზიაში მისვლა და ახალი კომპიუტერის შეძენა ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ეს კომპიუტერი თქვენს ძველ კომპიუტერს ჯობს. უკეთესი კომპიუტერის შერჩევაში მხოლოდ ნაცნობი გამყიდველი ან მეგობრის რჩევა ვერ დაგეხმარებათ, თქვენც უნდა ერკვეოდეთ ამ საკითხში.









წყარო

No comments:

Post a Comment