იაპონელმა ინჟინრებმა შექმნეს პრინტერი, რომელსაც ქაღალდის ერთი ფურცლის 1000-ჯერ გამოყენება შეუძლია. განმეორებითი ბეჭდვის დროს მოწყობილობა ქაღალდიდან ძველ ტექსტს შლის და მასზე ახალ ინფორმაციას ბეჭდავს. PrePeat პრინტერში არ გამოიყენება არც მელანი არც ფხვნილი. ბეჭდვა თერმომგრძნობიარე პლასტმასის ზედაპირიან ქაღალდზე თერმომბეჭდავიანი დაბოლოების გადაადგილებით ხორციელდება. პრინტერს ჯერ მხოლოდ შავად ბეჭდვა შეუძლია. პრინტერის სახურავზე ღილაკებია წარწერებით "ბეჭდვა”, "გასუფთავება”, "გასუფთავება და ბეჭდვა”. მოწყობილობას შეუძლია ფურცლიდან ძველი ტექსტის წაშლა: პრინტერში შეიძლება მოთავსდეს ანგარიშის შავი ვარიანტი და მივიღოთ სუფთა ფურცელი. მწარმოებლებს მიაჩნიათ, რომ მსგავსი მოწყობილობა გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლაში წინ გადადგმული ნაბიჯია. მაგრამ სიახლის "ეკოლოგიურობა” საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, პრინტერის ფასი ხომ დაახლოებით 5500 აშშ დოლარია. ბეჭდვისთვის მოწყობილობაში სპეციალური ქაღალდი გამოიყენება. ათასქაღალდიანი შეკვრა უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ნახევარი პრინტერი - 3300 აშშ დოლარი. თუმცა, თითოეული ფურცლის გამოყენება 1000-ჯერ შეიძლება.
No comments:
Post a Comment